საფრანგეთს სურს, რომ რუსეთი დამარცხდეს უკრაინაში, მაგრამ არ სურს მისი „განადგურება“, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ გამოცემა Le Journal du Dimanche-ს განუცხადა.
“მე არ ვფიქრობ, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ჩვენ უნდა განვიზრახოთ რუსეთის ტოტალური დამარცხება, საკუთარ მიწაზე რუსეთზე თავდასხმა... ამ დამკვირვებლებს, უმთავრესად, რუსეთის განადგურება სურთ. ეს არასდროს ყოფილა საფრანგეთის პოზიცია და არც არასდროს იქნება ჩვენი პოზიცია”, - აღნიშნა მაკრონმა.
შეგახსენებთ, პარასკევს, მაკრონმა მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გააძლიერონ.