პარლამენტის ბიუროს, 20 თებერვლის სხდომაზე, მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ მომზადებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი წარედგინება. კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი ორგანიზაციები გამოცხადდებიან, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.ამავე პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ჯარიმა 25 ათასი ლარი იქნება. ოპოზიცია წარდგენილ კანონსპროექტს რუსულ მოდელს ადარებს და ფიქრობს, რომ მისი მიღების შემთხვევაში ქვეყნის ევროინტეგრაცია დაზიანდება. ჯერჯერობით უცნობია, ექნება თუ არა პროექტს მმართველი პარტიის მხარდაჭერა.