მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეც ისაუბრა . დასმული კითხვის პასუხად ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი კარგი მსახიობია, ის კადრები კი, რომლებიც მსოფლიო მედიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვრცელდება, რეალობას არ ასახავს. ღარიბაშვილმა უმაღლესი რანგის საერთაშორისო ფორმუზე აღნიშნა, რომ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების მიზანი რევოლუციის მოხდენა იყო.