საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა . საქართველოს მთავრობის მეთაურმა 2008 წლის აგვისტოს ომზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ომის შემდეგ დასავლეთმა რუსეთს სანქციები არ დაუწესა, ეს კი მსოფლიოსთვის ნეგატიური სიგნალი იყო. პრემიერმა ღარიბაშვილმა სამიტზე უკრაინის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის ომი ყველას ეხება, ამიტომ მის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. პანელურ დიასკუსიაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდა, სომხეთის პრეზიდენტი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც გამოვიდნენ.