ნატო-ს გასაძლიერებლად პუტინმა მეტი გააკეთა, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. ბლინკენის თქმით, ზაფხულში ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ალიანსის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგების გასაძლიერებლად შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ. მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრო კულება. მისი შეფასებით, ის რაც უკრაინას საერთასორისო პარტნიორებისგან სჭირდება, გამარჯვების უპირობო რწმენაა.