ქუთაისში მეთორმეტე სართულიდან მოწყდა ლიფტი, რომელშიც ქალი არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად იყო - Palitra News

ქუთაისში მეთორმეტე სართულიდან მოწყდა ლიფტი, რომელშიც ქალი არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად იყო

2023-02-18 23:21:21+04:00

ქუთაისში, ცხრა აპრილის ქუჩაზე ლიფტი მეთორმეტე სართულიდან მოწყდა და მეოთხე სართულზე გაიჭედა. ლიფტში ქალი არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, ისინი დაშავებულები არ არიან.

როგორც 14 სართულიანი კორპუსის მობინადრეები ამბობენ, ლიფტი ერთი წლის წინ გაარემონტეს.