ნატო-ს გასაძლიერებლად პუტინმა მეტი გააკეთა, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
„თავისი ქმედებებით პუტინს იქამდე მიჰყავს საქმე, რისი თავიდან არიდებაც სურდა. ერთ-ერთი ასეთი რამ - აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს გაძლიერებაა. უკრაინის ფარგლებს გარეთ რუსული ექსპანსიის შიშის გამო ყველანი ვიღებთ უსაფრთხოების ზომებს. და სწორედ ეს მოხდა. წინა სამიტის გადაწყვეტილებას თუ ავიღებთ - აღმოსავლეთ ფლანგზე ძალებისა და საშუალებები განთავსება. ჩვენ უკვე უზრუნველვყოფთ ამ ქვეყნების უსაფრთხოებას”, - თქვა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვებიც მოიყვანა, რომ “ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ”.
ბლინკენის თქმით, ზაფხულში ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ალიანსის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგების გასაძლიერებლად შემდგომი ნაბიჯებიც იქნება განხილული.
„ვითარების ერთ-ერთი ირონიაა - პუტინს, როგორც ჩანს, არასწორად სჯერა, რომ რომ ნატო-ს რუსეთთან დაკავშირებით გეგმები აქვს, რომ ნატო საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის, რომ რუსეთთან მიმართებით აგრესია გვსურს. ასეთი რამ არასდროს არ ყოფილა და არასდროს არ იქნება, მაგრამ რუსეთის ქმედებების გამო ნატო მნიშვნელოვნად ძლიერდება”, - თქვა ბლინკენმა.