ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა და საქართველოში მიიწვია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა შოლცს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრი ასევე ევროკომისიის პრეზიდენ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესის შესახებ.