ანანურში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულ ერთ პირს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
როგორც „პალიტრანიუსს“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“ განუცხადეს, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს.
„დაშავებული თბილისის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“ ცოტა ხნის წინ გადმოიყვანეს. მას ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ოპერაციაში როგორც ტრავმატოლოგები, ასევე სხვა პროფილის ქირურგები მონაწილეობენ“, - განაცხადეს კლინიკაში.