ანანურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანას საპირისპირო ზოლში, შემხვედრი მიმართულებიდან დაეჯახა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. საპატრულო ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.