ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლებმა გერმანიასა და პოლონეთში კონცერტები გამართეს. ბერლინში, ვარშავასა და ჰამბურგში სამი კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა. მაყურებელმა ანსამბლ “რუსთავის“ ტრადიციულ რეპერტუარს, ასევე, ოთარ თაქთაქიშვილისა და იოსებ ბარდანაშვილის ნაწარმოებებს მოუსმინა. ევროპული ტურნეს დროს ქართველმა მომღერლებმა ინგლისელი კომპოზიტორის დევიდ ბრიუსის ნაწარმოებიც შეასრულეს, რომელიც ქართულად სპეციალურად ანსამბლ „რუსთავისთვის“ ითარგმნა. ანსამბლ „რუსთავს“ წელს დაარსებიდან საიუბილეო, 55 წლის თარიღი უსრულდება, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიება, გასტროლი და კონცერტია დაგეგმილი.