სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის, უსაფრთხოების ზამთრის სკოლის მესამე სეზონი დაიწყო. პროექტში 18 სტუდენტი მონაწილეობს. სკოლა მათ აძლევს შესაძლებლობას, ორი კვირის განმავლობაში ინფორმაცია საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული საფრთხეების გამოწვევების შესახებ მიიღონ. მსმენელებს პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაუტარებენ. კურსს უსაფრთხოების საკითხების ბრიტანელი ექსპერტი კრის ჯაგერი გაუძღვება.