საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 17 წლის იუბილეს აღნიშნავს. იუბილეს წინ ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამთო მომზადების ზამთრის შუალედური კურსი უძღოდა, რომელიც ოთხი კვირის განმავლობაში ჯერ აბულის სამთო სასროლეთზე, შემდეგ კი, გუდაურში მიმდინარეობდა. სკოლის იუბილე და კურსის გამოშვების ცერემონიალი საჩხერეში სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა.