უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დედაქალაქ კიევის, ოდესისა და დნეპრო პეტროვსკის ოლქებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1010 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და რუსული ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 142 270-ს მიაღწია. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 303 ტანკს, 6 533 ჯავშანმანქანას, 298 საბრძოლო თვითმფრინავს, 287 ვერტმფრენსა და სხვა შეირაღებას.