რას წერს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში? - Palitra News

რას წერს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში?

2023-02-18 15:24:59+04:00

"ნაპოლის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე, გუშინდელი გამარჯვების შემდეგ პოსტს აქვეყნებს.

"უმაგრესი ბიჭები, უმნიშვნელოვანესი 3 ქულა! ასე გააგრძელეთ", - წერს ფეხბურთელი.

View this post on Instagram

A post shared by Khvicha Kvaratskhelia (@kvara7)

"ინსტაგრამის" "ისტორიაში" კი აქვეყნებს თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ერთ-ერთი სახლის ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილი "ჰატაისპორის" განელი ნახევარმცველის, კრისტიან ატსუს ფოტოს, რომლის ცხედარიც მიწისძვრიდან რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" გასვლაზე “სასუოლოს” დაუპირისპირდა და 0:2 სძლია.გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა გაიტანეს.

"ნაპოლი" სკუდეტოს" მოგებისკენ გზას წარმატებით აგრძელებს. მომავალ კვირაში კი გუნდს ჩემპიონთა ლიგის თამაში ელის - 22 თებერვალს ის ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.