უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის მიხედვით, რუსი ოკუპანტები უკრაინაში შეტევას ხუთი მიმართულებით აგრძელებენ. გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები სამი ოლქის ოც დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. მედიის ინფორმაციით, თავდასხმებს რამდენიმე ადამიანი ემსხცვერპლა.