თურქეთში მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ ნანგრევებიდან 3 ადამიანი ამოიყვანეს. მაშველებმა ისინი ჰათაის პროვინციაში დამანგრეველი მიწისძვრიდან 275 საათზე მეტის გასვლის შემდეგ გადაარჩინეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა. მათ შორის თურქეთში სტიქიას 39 672 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი 5 800. ძლიერმა ბიძგებმა თურქეთში 264 000-ზე მეტი შენობა გაანადგურა. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.