პრემიერ მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დაგეგმილ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს ენერგო რესურსებსა და ენერგო უსაფრთხოების გამომწვევებზე ისაუბრებს. გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი და ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში განიხილეს.