ქვეყნის ნომერ პირველი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამირან გამყრელიძემ დუმილი დაარღვია და დაადასტურა, რომ რამდნეიმე კვირის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კრიტიკული წერილი მისწერა და სამინისტრო დისკრედიტაციაში ამხილა. გამყრელიძე წერდა, რომ თანამშრომლებს მასთან კომუნიკაციას უკრძალავდნენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელიი უპასუხოდ ტოვებს მთავარ კითხვას - რატომ წავიდა თანამდებობიდან.