მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით გერმანიის ქალაქ მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაში მონაწილოებას სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნები და ექსპერტები იღებენ. ღონისძიების მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და მსოფლიოში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებია. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 19-ი თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიების პირველი დღის პანელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გახსნა, რომელიც კონფერენციას დისტანციურად ესწრება. მან რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელების ბრძოლა ბიბლიურ ეპიზოდს შეადარა, სადაც დავითმა გოლიათი დაამარცხა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც. მან მსოფლიოს წინაშე არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეები დაასახელა და საერთაშორისო საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა.