საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა“ და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ორგანიზებული კონფერენციის სტუმრებს სიტყვით მიმართა.