ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყოფილ გუნდზე და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს. პარტია საქართველოსთვის ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანა არა ევროპისკენ, არამედ წარსულისკენ მიექანება, რაშიც მის პასუხისმგებლობასაც ხედავს. გახარია ამბობს რომ ქართული ოცნების ძალაუფლების გაძლიერებას ხელი თავადც შეუწყო, რაც მისი შეცდომა და ქართველი ხალხის წინაშე ვალია. ყოფილი პრემიერი-მინისტრი პირობას დებს რომ ამ ვალს საზოგადოებას აუცილებლად დაუბრუნებს.