სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე - ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობ, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება სისტემური ხასიათის იყო. აკაკი ცომაია სტასბურგის სასამართლოში მის მიმართ სასჯელაღსრულების სისტემაში არასათანადო მოპყრობის ფაქტს და საწყის ეტაპზე არაეფექტურ გამოძიებას დაობდა. სასამართლომ ორივე ფაქტი დაადასტურა. კერძოდ, კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი და პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა. სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან პოლიტიკოსები. თავად მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გულაგების პრეზიდენტი იყო.