ბათუმში, კლინიკა BMS-ში 20 წლამდე ქალმა ბავშვი გააჩინა და კლინიკაში დატოვა. ინფორმაცია საავადმყოფოში “პალიტრანიუსს” დაუდასტურეს, თუმცა კლინიკაში სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა კლინიკა მშობიარობის შემდეგ დღეს დატოვა.
კლინიკის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ყველა შესაბამისი უწყება ინფორმირებულია. ახალშობილი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.