უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით დაპირება, ჯერჯერობით, არცერთი ქვეყნისგან არ მიუღია, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ უკრაინელი მფრინავების მომზადების ორგანიზება თავის თავზე აიღო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ აუღია თავის თავზე მოიერიშე თვითმფრინავების მოწოდების ვალდებულება. მაგრამ ზოგიერთმა მთავრობამ, მაგალითად, ბრიტანეთმა, გამოაცხადა მზადყოფნა დასავლურ მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადებასთან დაკავშირებით - სხვები ამას მალე გააკეთებენ", - განაცხადა კულებამ გერმანულ WAZ-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, მოიერიშე თვითმფრინავებით უკრაინა შეძლებს მოწინააღმდეგის რაკეტების ჩამოგდებას და ასევე ისინი მნიშვნელოვანია კონტრშეტევისთვისაც.