სასტუმრო რედისონში "ტყის მდგრადი მართვა აჭარაში", პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სოფლის მეურნეობისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელები, ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, რეკონსტრუქციის ბანკის და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
პროექტი „ტყის მდგრადი მართვა აჭარაში“ ხელს შეუწყობს აჭარის სატყეო სააგენტოს, ტყის მართვის სრულყოფილ ორგანოდ გარდაქმნას, რომელიც ტყის მდგრადი მართვის სრულ ციკლს განახორციელებს.