მედიასაშუალებების წარმომადგენლები, მოქალაქეები და "მთავარი არხის" დირექტორის მეგობრები აფუძნებენ მოძრაობას ამავე არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით. მოძრაობის დაფუძნების შესახებ რუსთავის ციხესთან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ ისაუბრა.
საკითხს შეფასებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში, ხელისუფლება მოძრაობის შექმნის იდეას არ ეთანხმება და განმარტავს რომ მოთხოვნები არალეგიტიმურია
როგორ ფასდება ოპოზიციის მხრიდან ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის მოძრაობის შექმნა?