ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტთა რეესტრის შექმნას ეხება.
მოძრაობა "ხალხის ძალაში" მიაჩნიათ რომ ბოლო დღეების განმავლობაში მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტის მისამართით წამოსული საერთაშორისო კრიტიკა გაუგებარია. მათი თქმით, მზად არიან კრიტიკოსების პოზიციები გაიზიარონ და ამერიკული კანონი ერთი-ერთში გადმოაკოპირონ.
კანონპროექტის შესახებ მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს მმართველი პარტია.