2023 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველომ 267 მლნ 600 ათასი დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო. წლიურმა ზრდამ 1096% შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ გზავნილების სტატისტიკაში რუსეთი პირველ პოზიციაზეა. გასულ თვეში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით ჯამურად 444 მლნ 964 ათასი დოლარი გადმოირიცხა და ამ თანხის 60% რუსეთის ფედერაციაზე გადანაწილდა.
მეორე ადგილზეა იტალია, შემდეგ მოდის აშშ, საბერძნეთი, ისრაელი და გერმანია. ჩამონათვალში სხვა ქვეყნებიც არიან.
რაც შეეხება წლიურ ჭრილს, აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანამ ფულადი გზავნილების სახით 4 მილაირდ 400 მილიონი დოლარი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმი იყო და 2021 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულ მაჩვენებელს წარმოადგენდა. 2022 წელს ქვეყნებს შორის ლიდერი რუსეთის ფედერაცია იყო, საიდანაც გადმორიცხვები წლიურ ჭრილში 5-ჯერ გაიზარდა. გასულ წელს რუსეთიდან 2 მილიარდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 47.29%-ს შეადგენდა. ფულადი გადმორიცხვების გამო, სავაჭრო ბრუნვაა გაზრდილი რუსეთსა-საქართველოს შორის.
როგორ აისახება რუსული ფული საქართველოზე? - "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ეკონომისტი ირაკლი მაკალათია