2022 წელს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 7.6%-ით შემცირდა და 79 მილიონ 900 ათასი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 73 მილიონ 600 ათასი ლარია, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის 8%-ით არის შემცირებული. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 67.7% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი 18.6%-ია.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათი კომერციული სარეკლამო შემოსავლები 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წელთან შედარებით 4.4%-ითაა შემცირებული და ექვს მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს