გერმანიის ქალაქ მიუნხენში დღეს, მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით, უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნება.
The Guardians-ის ინფორმაციით, კონფერენციას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც დაესწრებიან.
კონფერენციის ფარგლებში სიტყვით უკრაინელი მაღალჩინოსნებიც გამოვლენ. კონფერენციის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და მსოფლიოში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები იქნება.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 19 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.