პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. ასევე დაგეგმილია თემატურ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობაც. კონფერენციის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.