ისრაელის ქალაქ თელ ავივში დაწყებულ გრანდ სლემზე პირველი საშეჯიბრო დღე დასრულდა, რომელშიც საქართველოს ნაკრების სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტატიმიზე ლუხუმ ჩხვიმიანი გავიდა, 66 კგ-ში კი ლაშა ნადირაძე და ვაჟა მარგველაშვილო წარსდგნენ.
სამწუხაროდ, ლუხუმ ჩხვიმიანი ფინალურ ბლოკამდე ვერ მივიდა. ლაშა ნადირაძე ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ისრაელელ ტალ ფლიკერს შეხვდა. ნადირაძეს ბრინჯაოს მედლის მოგებისთვის 9 წუთზე მეტი დასჭირდა, მას დამატებით დროში ილეთი არ შეუფასეს, თუმცა შეხვედრა მაინც მოიგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.ვაჟა მარგველაშვილმა ფინალამდე იტალიელი ფაბიო ბასილეს, გერმანელ ლენარტ სლამბერგერს, ბულგარელ იანისლავ გერჩევსა და ალბერტო გაიტერო მარტინს მოუგო. ვაჟას მეტოქე ფინალში ორხან საფაროვი იყო, რომელიც ვაზარით დაწინაურდა, რის შემდეგაც მარგველაშვილმა ვაზარითვე გაათანაბრა და დამატებით დროში მომგებიანი გდებაც შეასრულა, რითიც საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მომდევნო დღეებში თელ ავივის ტატამიზე მიხეილ ბახაბახიშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი წარადგნენ.