ცნობილი ვებ-გვერდის Whoscored-com ის მიხედით, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი კვლავ ხვიჩა კვარაცხელიაა, თუმცა კრემონეზესთან 3:0 გამარჯვების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, ახლა ქართველს ძალზე სერიოზული მდევარი ჰყავს და ის მისი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენია.
WhoScored-ის მიმდინარე რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიას საშუალო შეფასება 22 ტურის შემდეგ 7.58-ია. ეს სერია A-ს 560 ფეხბურთელს შორის ჯერაც საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილზე ნაპოლის ნიგერიელი ფორვარდი ვიკტორ ოსიმენია, მას უკვე 7.57 ქულა აქვს და კვარასთან სულ რაღაც ერთი მეასედი ქულა აშორებს.
რეიტინგის ტოპ 5-ეული კი ასე გამოიყურება:
1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.58 (+0.01)2. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.57 (+0.04)3. პაულო დიბალა (რომა) – 7.42 (+0.03)4. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო) – 7.33 (0)5. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 7.28 (-0.01)
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას 9 გოლი აქვს გატანილი და იტალიის ჩემპიონატში ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზეა ოსიმენის (17), ლუკმანის (12) და ლაუტაროს (12) შემდეგ. 9 საგოლე პასით კი ის ერთპიროვნული ლიდერია გოლი+პასი სისტემით ხვიჩაზე მეტი ქულა მხოლოდ ოსიმენს აქვს (20), შემდეგ მოდის კვარა (18) და შემდეგ ლუკმანი (16).