რანგით მეორე ევროთასი, ევროპალიგა 1/16 ფინალის სუპერდაპირისპირებით განახლდა - "კამპ ნოუზე" ბარსელონამ მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და 2:2 ეთამაშა.პირველ ტაიმში ბარსამ ტრავმის გამო ახალგაზრდა ლიდერი პედრი დაკარგა, 41-ე წუთზე მან თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. 50-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული მარკოს ალონსომ თავურით გოლად აქცია, რომელიც ახლახან გარდაცვლილ მამას უძღვნა. სამ წუთში იუნაიტედმა მარკუს რაშფორდის გოლით უპასუხა, ტერ შტეგენმა ძალიან მახვილი კუთხიდან გაუშვა. ინგლისელები იმავე რაშფორდის მოწადინებით დაწინაურდნენ, თუმცა 76-ე წუთზე რაფინიამ გათანაბრება შეძლო (ლევანდოვსკი ბურთს არ შეხებია) – 2:2. საპასუხო მატჩის წინ უკვე მანჩესტერ იუნაიტედია ფავორიტი.