ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-სა და სამხეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები რეგიონში დაძაბულობას ზრდის. მათი თქმით, ამ ქმედებებს ოფიციალური ფხენიანის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი აუცილებლად მოყვება და ჩრდილოეთ კორეა შეირაღებას გაზრდის.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი ყოველწლიური სამხედრო წვრთნები მომდევნო თვეში გაიმართება. წვრთნების მიზანი სამხეთ კორეის ბრძოლისუნარიოანობის გაძლიერება და ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხეების შეკავებაა.