უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში თავისი ქვეყნის რომელიმე ტერიტორიის დათმობას გამორიცხავს. ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საგაზაფხულო შეტევა უკვე დაწყებულია და რუსეთის თავდასხმები რამდენიმე მიმართულებით ხდება.