თურქეთის კატასტროფების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38 044-მდე გაიზარდა.
ჰათაის პროვინციაში მაშველებმა ნანგრევებიდან, მიწისძვრიდან 261 საათის შემდეგ, ორი მამაკაცი ამოიყვანეს. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა „ტვიტერში“ წერს, რომ 33 და 26 წლის მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამასთან, მიწისძვრიდან 260 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 14 წლის ბიჭი ამოიყვანეს, რომელსაც სამედიცინო დახმარება ჰათაის მუსტაფა ქემალის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში უტარდება.