საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციამ აჩვენა ხედვა, რომ საქართველო ევროკავშირში თავის წესებით ვერ შევა. როგორც იოსელიანმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიღებული რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა შეძლო საკუთარი საკითხი საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის დაეკავშირებინა.
იოსელიანმა აღნიშნა, რომ ევროპაში პრეზიდენტები ციხეში არ სხედან, მიუხედავად იმისა, რომ იქაც არიან პასუხისგებაში მიცემული პრეზიდენტები.