საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას გულისხმობს, ოპოზიცია აკრიტიკებს.
ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ მომავალაზე ცუდად აისახება. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ლევან იოსელიანის შეფასებით, თუკი ხელისუფლებას სურს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, კანონპროექტის განხილვა უნდა შეაჩეროს.
„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს აკრიტიკებს იურისტი სულხან სალაძეც. მისი თქმით, მსგავსი დოკუმენტის მომზადებას ქვეყანაში საფუძველი და წინაპირობა არ ჰქონდა.