უკრაინა-რუსეთის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება - განცხადებას აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი აკეთებს. მისი თქმით, ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა, სავარაუდოდ, თავიანთ სამხედრო მიზნებს ვერ მიაღწევენ და ბოლოს ომი მაინც მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. გენერალი ხაზს უსვამს იმასაც, რომ წელს უკრაინისთვის საკუთარი რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ოკუპანტების გაძევება რთული იქნება.