ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში , ასევე ხელვაჩაურისა და ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გურიაშიც. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალი ზონის სოფლებში გადაადგილება უჭირთ. ისინი ადგილობრივ მთავრობას მიმართავენ. როგორც გურიის გუბერნატორის მოადგილე. ქეთევან მოისწრაფიშვილი აცხადებს, ყველა მიმართულებით მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. მისივე განმარტებით, ცენტრალური გზის გაწმენდის შემდეგ, შიდა სასოფლო გზების ინტენსიური გაწმენდა დაიწყება. მუნიციპალიტეტებში, დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.