ევროპარლამენტარები რეზოლუციის სახით საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს და საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება მისცეს. რეზოლუციაში ნახსენებია სალომე ზურაბიშვილიც და ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს სააკაშვილი. ოპოზიციისთვის კრიტიკული გზავნილი ნათლად ასახავს ქართული ოცნების პოლიტიკას, მმართველი პარტიას კი მიაჩნია, რომ დოკუმენტის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.