ევროპარლამენტი უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გადაცემის მოწოდებით გამოდის. აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტის მიერ 16 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი. ევროპარლამენტის რეზოლუცია მტკიცედ გმობს მოსკოვის აგრესიას, კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის ხალხისა და ხელმძღვანელობის მიმართ ურყევ სოლიდარობას და უკრაინისთვის საჭირო დახმარების გადაცემის განხილვისკენ მოუწოდებს.