ჯენა ორტეგა, რომელიც ნეტფლიქსის პოპულარულ სერიალში Wednesday ლეგენდარულ უენსდეი ადამსს ასახიერებს, იმედოვნებს, რომ შოუს მე-2 სეზონში სასიყვარულო სამკუთხედები აღარ იქნება. მსახიობის სურვილია, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს მის პერსონაჟს და არა — მის რომანტიკულ ურთიერთობებს.
ნეტფლიქსმა იანვარში დაადასტურა სერიალის მეორე სეზონით განახლება შოუს დიდი წარმატებიდან გამომდინარე. ჯენა ორტეგას თქმით, ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, როგორ განვითარდება მისი გმირის თავგადასავალი.
"მსურს, მას და მის გამოცდილებებს დაეთმოს მეტი ყურადღება," — განაცხადა მსახიობმა.
ჯენას თქმით, სასიყვარულო სამკუთხედები უცნაური და რთული გასამართლებელია.