2022 წელს საქართველოს ბანკებში რუსეთის 109 955 მოქალაქემ გახსნა ახალი ანგარიში.ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძისთვის გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა. სებ-ის მონაცემებით, ფიზიკური პირების გარდა, ანგარიში გახსნა 6-მა იურიდიულმა პირმა.