„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ დაფუძნდა. განცხადებები მოძრაობის წევრებმა რუსთავის ციხესთან გააკეთეს.
როგორც მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბაჩანა შენგელია განმარტავს, ისინი ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდით, ქვეყნის გარეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან მჭიდრო კოორდინაციით გეგმავენ.