ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული განცხადება ხალხის ძალის მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონოროექტზე. დეპარტამენტის პრესპიკერი, ნედ პრაისი პირდაპირ აცხადებს, რომ უცხოური გავლენის აგენტებზე შემუშავებული პროექტი ქვეყანაში დემოკრატიულ ხმას ჩაახშობს და ქვეყანას ევროპული ინტეგრაციისგან დააშორებს.
ნედ პრაისის კრიტიკას კრიტიკითვე შეხვდა ხალხის ძალა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, პრაისი საკუთარ განცხადებაში რეალურ არგუმენტებს არ ეყრდნობოდა, ამიტომ მისი პრეტენზიები გაუგებარია.
რაში მდგომარეობს უცხო ქვეყნის აგენტთა რეესტრის შექმნის იდეა და როგორ უყურებს ინიციატივას ოპოზიცია?