უძრავი ქონების გაყიდვები თბილისში 10%-ით გაიზარდა. 2023 წლის იანვარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 2 844 ერთეული შეადგინა და წინა წლის იანვართან შედარებით 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 23%-ით, 155 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. ამის შესახებმონაცემებს „ქოლიერსი“ აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2023 წლის იანვარში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 11%-იანი ზრდა ფიქსირდება. ხოლო ძველ პროექტებში 2022 წლის იანვართან შედარებით მაჩვენებელი 8%-ით არის გაზრდილი. „2023 წლის იანვარში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 126%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა დაახლოებით იგივე დარჩა.
2023 წლის იანვარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 1%-ით, ქალაქის ცენტრში კი 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
"ამავე პერიოდში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 18%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 9% და 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.