ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის მონაწილეობით, ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის საკოორდინაციო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა,რომელზეც საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა მათი უწყებების მხრიდან უკვე განხორციელებულ და ჩემპიონატის მსვლელობისას დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ ბაკურიანში დღეიდან დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისრიალონ დიდველისა და კოხტას ტრასებზე, სადაც სამი ახალი საბაგირო გაიხსნა.